სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება არ ჩუმდება, ასეთი განცხადებებით ცეცხლზე ნავთს ასხამს, – ასე აფასებს „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი უკრაინის რადას დეპუტატის, ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებას.
„ასეთი მოწოდებებით თუ ვინმე კმაყოფილია, ეს რუსეთია. ეს ძალიან ცუდი განცხადებაა, ვთხოვ, მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას – ასეთი რამ არ გვინდა. ახლა, პირიქით, ერთმანეთისკენ იქნება ნაბიჯების გადადგმა ვცადოთ“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
უკრაინის რადას დეპუტატის, ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებით, ქართველ ხალხს ახლა აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულოს ხელისუფლება გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციის კუთხით.