რასაც ვუყურებთ, არ არის ისეთი ტემპები, რომ ბატონმა ზურამ მოახერხოს და მომავალში ის შეასრულოს, რასაც დაგვპირდა,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.
„დაუმორჩილებლობა, ხელისუფლების შეცვლის სურვილი ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა. თუ ისინი თვლიან, რომ ვიღაც მათ არ წარმოადგენს, ყველანაირი პროტესტის უფლება აქვთ, ჩემი აზრით, ძალადობის გარეშე. რასაც ვუყურებთ ტემპები არ არის ისეთი, რომ ბატონმა ზურამ მოახერხოს და მომავალში ის შეასრულოს, რასაც დაგვპირდა. თუ ის უფრო ეფექტური იქნება და ადამიანებს დაარწმუნებს იმაში, რომ ხელისუფლება გადატრიალებითაა შესაცვლელი და ათობით ათასი ადამიანი დაუჭერს მხარს, გამოდის, რომ ხალხის ნება ესაა“,- აღნიშნა საბომ.
„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მის „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე. ჯაფარიძის თქმით, მისი ამოცანაა, ამ ადამიანების რაოდენობა გაზარდოს.