კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქ ახმეტაში.
ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის მიზანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსავლის, სოფლის მეურნეობაში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის, კერძოდ ქ.ახმეტის მიმზიდველობის გაზრდა ინვესტორებისათვის.