29 აგვისტოს, 12:00 საათიდან, 30 აგვისტოს, 22:00 საათამდე თბილისის ზოგიერთ რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. კომპანია პროექტში 5 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში უკვე განახლდა 3 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. წყალსადენის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის 70 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 5 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.
წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპი გადაერთებითი სამუშაოებს 29 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყებს და 30 აგვისტოს, 22 საათზე დაასრულებს. რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 29 აგვისტოს, 12:00 საათიდან, 30 აგვისტოს, 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში – მელიქიშვილის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, კოსტავას 1 შესახვევს, ზანდუკელის, ქიაჩელის, ბაქრაძის, ზალდასტანაშვილის, კაკაბაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, გრიბოედოვის, ალ. ჭავჭავაძის, ბესიკის, შევჩენკოს, ჭონქაძის, ლეონიძის, ტაბიძის, თარხნიშვილის, ტატიშვილის, პეტრიაშვილის, ქიქოძის და მიმდებარე ქუჩებს;
პუშკინის, აბესაძის, ხანძთელის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, რადიანის, ატენის, შროშის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, პეკინის, დოლიძის, იოსელიანის, ჩიქოვანის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ლვოვის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის გორას, გამრეკელის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ზოვრეთის და მიმდებარე ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და უშანგი ჩხეიძის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – აცხადებენ კომპანიაში.