
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარის წარმომადგენელსა და ქართველ სტუმარს შორის.
ამ ვიდეოს ავტორმა გააპროტესტა ის, რომ მომსახურე პერსონალი აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფ რუს ტურისტებს რუსულად ესაუბრება, მოგვიანებით კი კაფის წარმომადგენელმა მას განუცხადა, რომ ისტერიკისა და აურზაურის ატეხვის გამო მას აღარ მოემსახურებიან.