რეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს Twitter-ზე გამოეხმაურა.
„08.08.08-ში, ომიდან გაქცეული, მეომართა გვამების მიმტოვებელი, სამშობლოს უბედურებაზე გამდიდრებული, ლონდონში ფუფუნებაში მცხოვრები, თავდაცვის ექსმინისტრის მიერ, თაღლითური გზით დაფინანსებული TV-ბუნაგიდან გვმოძღვრავთ ოლიგარქებსა და დემოკრატიაზე 08.08.2022-ში ქალბატონო ელჩო?!“, – წერს ხაინდრავა.
8 აგვისტოს ტელეფომპანია „ფორმულამ“ აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. დიპლომატმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.