Skip to content
16/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

2 დღეში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მეხანძრე-მაშველებს მინდვრისა და ბალახის 20-მდე ხანძრის ჩაქრობა მოუწიათ

მარშალ პრესი 03/04/2022
საგანგებო სიტუაციების სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მინდვრისა და ბალახის 19 ხანძარზე მოახდინეს რეაგირება.

„ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეცტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხანძრის ყველა აქტიური კერა ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

„დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

Post navigation

Previous: რამაზ ჯინჭარაძე: მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა საკრებულოში, რომელიც ბათუმელებზე ყოველთვის იზრუნებს
Next: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.