Skip to content
11/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი აშშ-ში გამართული შეხვედრის შესახებ: ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ე.წ. „ტრამპის სატრანზიტო გზა“ და საქართველოს გავლით არსებული სატრანზიტო გზა ერთმანეთის მეტოქეები და ალტერნატივა კი არ არის, არამედ ურთიერთშემავსებელია

მარშალ პრესი 04/03/2026
eka sepashvili

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, სენატორ სტივ დეინსსთან გამართული შეხვედრის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, იმ გარემოებას, რომ ე.წ. „ტრამპის სატრანზიტო გზა“ და საქართველოს გავლით არსებული სატრანზიტო გზა ერთმანეთის მეტოქეები კი არა, არამედ ურთიერთშემავსებელია.

„სენატორ სტივ დეინსსთან შეხვედრამ საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა. შეხვედრაზე აღინიშნა იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს, სატრანზიტო დერეფნის განვითარებაში. ხაზი გაესვა, იმ გარემოებას, რომ ე.წ. „ტრამპის სატრანზიტო გზა“ და საქართველოს გავლით არსებული სატრანზიტო გზა ერთმანეთის მეტოქეები და ალტერნატივა კი არ არის, არამედ ურთიერთშემავსებელია.
შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ მომავალში აუცილებლად განვითარდება ურთიერთობები და ეს შეხვედრა ერთგვარად შეიძლება ჩაითვალოს იმ პირველ გადადგმულ ნაბიჯად, რომელსაც უნდა მოჰყვეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელმეორედ განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად – ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია
Next: საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.