Skip to content
05/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, მხოლოდ მკურნალობის დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს

მარშალ პრესი 03/03/2026
guram macharashvili

ნარკოპოლიტიკასა და შესაბამისი სამკურნალო პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„გარკვეული თანხები უნდა იყოს გამოყოფილი რეაბილიტაციისა და მკურნალობისთვის, მაგრამ თუ პარალელურად მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, ეს შედეგს ვერ მოიტანს,“ — განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ბალანსი უნდა დაიცვას პრევენციასა და მკაცრ სამართლებრივ პოლიტიკას შორის.

„ჯანდაცვის სამინისტროში გარკვეული თანხები უნდა იქნას გამოყოფილი იმისთვის, რომ რეაბილიტაცია იქნება თუ სხვა სახის მკურნალობა, უზრუნველვყოთ. მაგრამ, ამავდროულად მინდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია — თუ პარალელურად ჩვენ ასეთი მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გავაგრძელეთ, რაც მოიცავს რეალიზატორებთან და ვითომ მომხმარებლებთან, მაგრამ ფაქტობრივად რეალიზატორებთან ბრძოლას, ეს თანხები და მკურნალობა შედეგს ვერ მოიტანს და ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაორმაგდება და გასამმაგდება. ერთგვარი ბალანსი უნდა მოახდინოს სახელმწიფომ ამ კუთხით,“ — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: არც ერთი მხარე არ გამორჩა ხელისუფლებას – ირანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა ჰუმანიტარული კატასტროფისთვის, ისრაელის ხალხს მიმართა ასევე სამძიმრით, და მიმართა სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან – როგორ შეიძლება ამაში დაინახო ნეგატივი?
Next: დავით ქართველიშვილი: ტრამპისთვის იქნება სუიციდი თუ ირანში გაგრძელდა ის, რაც იქ ახლა მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.