Skip to content
05/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიპლომატია უცხოა ნაცსექტისთვის, აყიყინდნენ, თითქოს ჩვენმა მთავრობამ მხოლოდ ირანს მიუსამძიმრა; განცხადებაშია – სამძიმარი ირანელ ხალხს, მეგობარ ებრაელ ხალხს, სრული სოლიდარობა ყურის არაბულ ქვეყნებს, გამორჩეულ პარტნიორებს

მარშალ პრესი 02/03/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება რადიკალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მთავრობამ, მხოლოდ ირანს მიუსამძიმრა. აბაშიძის შეფასებით, “ნაცბაბლში” სრული სიბნელეა, ეწევიან სამარცხვინო მანიპულაცია-დეზინფორმაციას. რაც დრო გადის, მით უფრო ავლენენ საკუთარ თავს ადეპტებისთვისაც, როგორც პრეტენზიული უმეცარნი და სამაგალითოდ დასაცინნი. „დიპლომატია უცხოა ნაცსექტისთვის, აყიყინდნენ, თითქოს ჩვენმა მთავრობამ მხოლოდ ირანს მიუსამძიმრა; განცხადებაშია – სამძიმარი ირანელ ხალხს, მეგობარ ებრაელ ხალხს, სრული სოლიდარობა ყურის არაბულ ქვეყნებს, გამორჩეულ პარტნიორებს. თუმცა, “ნაცბაბლში” სრული სიბნელეა, როგორც “ტვ პირველის” ე.წ. ჟურნალისტების თავებში, თითის გაყოლებითაც ვერ კითხულობენ ტექსტებს. ეწევიან სამარცხვინო მანიპულაცია-დეზინფორმაციას.

რაც დრო გადის, მით უფრო ავლენენ საკუთარ თავს ადეპტებისთვისაც, როგორც პრეტენზიული უმეცარნი და სამაგალითოდ დასაცინნი. საქართველოს მთავრობის 2 მარტის განცხადებაში ნათქვამია: “ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად”. – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს
Next: საქართველო, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ვერ აირჩევს მხარეს რეგიონულ ომში – ხელისუფლების განცხადება მიმდინარე ომზე არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და მხოლოდ ირანის ნაწილს რომ ქარდავთ მედია, დებილი გგონიათ თქვენი მკითხველი?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.