Skip to content
11/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ღიმილისმომგვრელია, რომ ვინც ცოტა ხნის წინ გვიკიჟინებდა, ავტოკრატიისკენ მიდიხართო, დღეს ზუსტად ეს ევრობიუროკრატები გვთხოვენ გამოცდილების გაზიარებას

მარშალ პრესი 02/03/2026
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, მედიასთან გამოეხმაურა ევროსაბჭოს თხოვნას საქართველოს მიმართ, გაუზიაროს გამოცდილება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.

ქადაგიძემ განაცხადა, რომ ევრობიუროკრატები ცოტა ხნის წინ, საქართველოს ბრალს სდებდნენ ავტოკრატიისკენ სვლაში. დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთან „მასწავლებლის“ პოზიციიდან ურთიერთობა: „ევროკავშირი ყველა პარტნიორს უნდა ესაუბროს თანაბარუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე. რეალურად, სწორედ ესაა ევროპული ღირებულება და არა ის ფსევდო ღირებულება, როცა მასწავლებლის პოზიციიდან გვესაუბრებოდნენ თავიანთ „მოსწავლეს“ – განაცხადა დეპუტატმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელმა უნდა დაიბრუნოს რეალობის აღქმა. „ღიმილის მომგვრელია, რომ ვინც ცოტა ხნის წინ გვიკიჟინებდა, ავტოკრატიისკენ მიდიხართო, დღეს ზუსტად ეს ევრობიუროკრატები გვთხოვენ გამოცდილების გაზიარებას.

ჩვენ მართლაც შეგვიძლია ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება: თუ არ უნდათ იმ ბნელ ოთახსა და აბსურდში დარჩენა, რომელშიც აღმოჩდნენ, ყველა პარტნიორს უნდა ესაუბრონ თანაბარუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე. რეალურად, სწორედ ესაა ევროპული ღირებულება და არა ის ფსევდო ღირებულება, როცა მასწავლებლის პოზიციიდან გვესაუბრებოდნენ თავიანთ „მოსწავლეს“. ასე რომ, ბრიუსელი მიწაზე უნდა დაეშვას და დაიბრუნოს რეალობის აღქმა. მხოლოდ ამ შემთხვევაში აღარ გაუჭირდებათ ჩვენი გამოცდილების გაზიარება“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: დამოუკიდებელი პოლიტიკის დათმობა, კულტურული და ცივილიზაციური იდენტობის დაკარგვა, ქრისტიანული ფესვებისთვის ზურგის შექცევა, – სუიციდის მცდელობაა და არა მოდერნიზაცია
Next: საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.