Skip to content
14/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამჭვირვალობის კანონი იყო ჩვენი ღირებულებითი აცდენა ევროკავშირთან – სწორედ ასე ამართლებდნენ ევრობიუროკრატები საქართველოზე ზეწოლას. თუმცა დღეს მსგავს კანონს უწოდებენ უსაფრთხოების ფარს

მარშალ პრესი 02/03/2026
ZURAB KADAGIDZE

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, მედიასთან გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის განცხადებას, რომელშიც მან ისაუბრა ევროკავშირის სურვილზე, მიიღოს გამჭვირვალობის კანონი. ქადაგიძემ განაცხადა, რომ წარსულში ევრობიუროკრატები საქართველოს გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებდნენ, ხოლო ახლა, იმავე კანონის დანერგვა საკუთარ სტრუქტურაში სურთ:

„გავიხსენოთ, როგორ გვადანაშაულებდნენ ე.წ. რუსული ნარატივის გავრცელებაში. რის გამოც ევრობიუროკრატები ცდილობდნენ ჩვენს დასჯას, იმავე პოლიტიკის გატარება უნდათ ახლა, თავიანთ სტრუქტურაში“ – განაცხადა დეპუტატმა.

ქადაგიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

„პირველ რიგში, გავიხსენოთ, როგირ გვადანაშაულებდნენ ე.წ. რუსული ნარატივის გავრცელებაში. პოლიტიკა, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ ატარებდნენ, ბიუროკრატებს თავისივე საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდათ: გამჭვირვალობის კანონი ჩვენთვის იყო მახვილი და წარმოადგენდა ღირებულებით აცდენას ევროკავშირთან – ზუსტად ასე ამართლებდნენ ჩვენ მიმართ ზეწოლას. თუმცა დღეს, უკვე მსგავს კანონს უწოდებენ უსაფრთხოების ფარს. სიმართლე ერთია – გამჭვირვალობა ფარია ყველგან და ყველასთვის, მას ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად,, რის გამოც ევრობიუროკრატები ცდილობდნენ ჩვენს დასჯას, იმავე პოლიტიკის გატარება უნდათ ახლა, თავიანთ სტრუქტურაში“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ქარიშხლებს უძლებს, ფეხზე დგება და ღირსებით აგრძელებს გზას
Next: დავით ქართველიშვილი: დამოუკიდებელი პოლიტიკის დათმობა, კულტურული და ცივილიზაციური იდენტობის დაკარგვა, ქრისტიანული ფესვებისთვის ზურგის შექცევა, – სუიციდის მცდელობაა და არა მოდერნიზაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.