Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არანაირი არგუმენტი არ გვინახავს ამ დრომდე და არც მოველით რომ ვნახავთ, რადგან ეს არის იმ უსამართლო ბრძოლის გაგრძელება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ

მარშალ პრესი 01/03/2026
maka bochorishvili

ყველა შემთხვევაში, თუნდაც, ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან, – განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.

მისივე თქმით, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ინტერესებს.

„არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს, ქართული საზოგადოების ინტერესებს და ამ ბრძოლაში ჩართული კი ვხედავთ, ვინც არის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზეც.

„გვაინტერესებს, თუ რა ხდება საფუძველი იმ შეფასებებისა, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტულ ტელევიზიებთან დაკავშირებით. შეუძლებელია, ასეთი ფაქტები არსებობდეს და შეუძლებელია, ამას რაიმე გავლენა ჰქონდეს თუნდაც, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში. ჩვენ არანაირი არგუმენტი არ გვინახავს ამ დრომდე და არც მოველით, რომ რაიმე არგუმენტს ვნახავთ, რადგან ეს არის იმ ერთგვარი უსამართლო ბრძოლის გაგრძელება ქართული სახელმწიფოს, საზოგადოების წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ“, – განმარტა მინისტრმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი. მისი პროექტები − Freedom, ალტერნატიული გადახდის სისტემები და სატელიტური ინტერნეტი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური ჰეგემონიის ინსტრუმენტია
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.