Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: „მეამას“ პოზიცია, არ ითანამშრომლოს „იმედთან“ და „პოსტივისთან“, პირდაპირ ემსახურება უცხო ინტერესებს – საზოგადოება არ არის ვალდებული მხარი დაუჭიროს კომპანიას, რომელმაც აირჩია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება!

მარშალ პრესი 01/03/2026
davit chikhelidze

„მეამას“ პოზიცია, არ ითანამშრომლოს „იმედთან“ და „პოსტვისთან“, პირდაპირ ემსახურება უცხო ინტერესებს და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე კომპანია „მეამას“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „იმედთან“ და „პოსტივისთან“ თანამშრომლობას წყვეტს.

ჩიხელიძის განცხადებით, „მეამა“ არ იმსახურებს მხარდაჭერას საზოგადოებისგან, რამდენადაც მისი მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

„„მეამას“ პოზიცია, არ ითანამშრომლოს „იმედთან“ და „პოსტვისთან“, პირდაპირ ემსახურება უცხო ინტერესებს და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ადგილობრივი წარმოება მხოლოდ მაშინ არის სასურველი, როცა ის აძლიერებს ქვეყანას, მის საინფორმაციო სუვერენიტეტს და საზოგადოებრივ ერთიანობას.

„მეამამ“ კი ცალსახად აირჩია მტრის მხარე. ის ისე შეუერთდა „დასჯის ოპერაციას“ , რომ არც კი დასვა კითხვა ეფუძნებოდა თუ არა „იმედის“ და „პოსტვის“ დასჯა რეალურ ფაქტებს. ეს ნიშნავს, რომ მან აირჩია არა სიმართლე, არამედ სიცრუე.

„მეამას“ ბოიკოტი არის ლოგიკური და სამართლიანი ქმედება. ვინც დგას მტრის მხარეს, მას არ უნდა ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი საზოგადოება არ არის ვალდებული მხარი დაუჭიროს კომპანიას, რომელმაც თავად აირჩია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება!“- წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: “მეამას” ვითომ მედასავლეთე დირექტორმა ლაშა შარიქაძემ “პოსტივისა” და “იმედს” ბოიკოტი გამოუცხადა; ამ ტელეარხების მრავალრიცხოვანი მაყურებლის ბოიკოტით კომპანიას დააზარალებს ეს ანგაჟირებული მარკეტოლოგი
Next: 2 მარტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი იწყება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.