Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება

მარშალ პრესი 18/02/2026
01

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. რომში, საზღვაო ფლოტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პაატა პატიაშვილმა იტალიელ კოლეგასთან, მატეო პერეგო დი კრემნაგოსთან საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნებს შორის დიალოგისა და კონსულტაციების მაღალ დონეზე გაგრძელების მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს არსებული პარტნიორობისა და ნდობის გაძლიერებას. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას იმ თემებზე, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ასევე, ეწვია იტალიის თავდაცვის ინდუსტრიის უმსხვილეს კომპანიას Leonardo S.p.A.

Post navigation

Previous: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა
Next: მზად ვართ, უფრო სიღრმისეულად ვიმსჯელოთ დემოგრაფიის საკითხებთან და წამახალისებელ ზომებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გაატაროს საქართველომ ხელისუფლებამ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.