Skip to content
14/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ვერ შექმნა განვითარების ახალი იმპულსი. პირიქით, მათ გააძლიერეს ეკონომიკური რეგრესი, გაზარდეს სოციალური დაძაბულობა და შეამცირეს რწმენა, რომ ინტეგრაცია ავტომატურად კეთილდღეობას ნიშნავს

მარშალ პრესი 26/01/2026
davit chikhelidze

ბოლო წლებში ევროპული პოლიტიკური დისკურსის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო წარმოდგენა, რომ სისტემა ფუნქციონირებს, ხოლო არსებული პრობლემები დროებითი გადახრებია. „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებული კვლევა ამ წარმოდგენას პირდაპირ ეწინააღმდეგება და აჩვენებს, რომ ევროპული მოდელის მიმართ სკეპტიციზმი არა მითი, არამედ რეალობაა – წერს ექსპერტი დავით ჩხიელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ევროპაში ჩამოყალიბებულმა პოლიტიკურმა ელიტებმა თანდათან დაკარგეს უნარი, საკუთარი გადაწყვეტილებები დაუკავშირონ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ეკონომიკურ შედეგებს.

„ ბოლო წლებში ევროპული პოლიტიკური დისკურსის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო წარმოდგენა, რომ სისტემა ფუნქციონირებს, ხოლო არსებული პრობლემები დროებითი გადახრებია. „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებული კვლევა ამ წარმოდგენას პირდაპირ ეწინააღმდეგება და აჩვენებს, რომ ევროპული მოდელის მიმართ სკეპტიციზმი არა მითი, არამედ რეალობა არის!

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მოქალაქეები პრობლემას არ ხედავენ მხოლოდ ეკონომიკაში ან საგარეო პოლიტიკაში. 76%-ის მიერ დემოკრატიის დაღმასვლის აღქმა ნიშნავს, რომ ეჭვქვეშ დგას თავად მმართველობის ლეგიტიმაცია. ასეთ პირობებში 63%-ის მოსაზრება, რომ განვითარების პიკი უკვე გადალახულია, ბუნებრივი შედეგია და არა განწყობის ცვალებადობა.
ამ პროცესის ცენტრალური ფაქტორი არის, დასავლეთის მმართველი კლასის ფუნქციური კრიზისი. ევროპაში ჩამოყალიბებულმა პოლიტიკურმა ელიტებმა თანდათან დაკარგეს უნარი, საკუთარი გადაწყვეტილებები დაუკავშირონ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ეკონომიკურ შედეგებს.

ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ვერ შექმნა განვითარების ახალი იმპულსი. პირიქით, მათ გააძლიერეს ეკონომიკური რეგრესი, გაზარდეს სოციალური დაძაბულობა და შეამცირეს რწმენა, რომ ინტეგრაცია ავტომატურად კეთილდღეობას ნიშნავს.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: კომპანია FGS Global-ის გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს – გამოცემა “პოლიტიკო”
Next: პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ მწარმოებლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.