Skip to content
22/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის „დიფ სთეითის“ სცენარის მეორე ნაწილი. ადამიანები, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობას იღებენ „კამიტით“ კი არა, სამშობლოს სიძულვილით არიან მოწამლულნი

მარშალ პრესი 10/01/2026
giorgi sosiashvili

ეს არის „დიფ სთეითის“ სცენარის მეორე ნაწილი,- განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ე.წ კამიტით მოწამვლის კამპანიასთან დაკავშირებით საუბრისას. სოსიაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც „კამიტით“ მოწამვლასთან დაკავშირებით ფილმებში მონაწილეობენ „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულნი, არამედ საკუთარი სამშობლოს სიძულვილით. „პირველი ნაწილი ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაფლავდა.

ვერ გაიყიდა საზოგადოებაში მათი შეთხზული ტყუილი მოწამვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ არსებულ ამბავს ედავებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას. დადასტურდა, რომ არანაირი მსგავსი ნივთიერება არ ყოფილა და რა კი ეს სცენარი ვერ განხორციელდა და უზარმაზარი თანხები დაიხარჯა ამ სცენარის მომზადებისთვის, განხორციელებისთვის. შემდეგ უკვე მეორე ნაწილზე გადავიდნენ – ფილმების მომზადება დაიწყეს და სხვათა შორის, ერთ-ერთ ამ ფილმში მთავარ როლში იქნება ბუმბულგაცვენილი თუთიყუში, რომელსაც გვარამია გაახმოვანებს ციხიდან, იმიტომ რომ მისი ხმა ყველაზე უკეთესად მოუხდება თუთიყუშის საუბარს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი, თავსმოხვეული, „დიფ სთეითის“ მიერ შემოტანილი ცრუ ნარატივი და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობას იღებენ, „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულები, სამშობლოს სიძულვილით არიან მოწამლულნი და მათ ერთადერთი მზიანი ამოძრავებთ, რომ როგორღაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ამ საწამლავს იყენებს „დიფ სთეითი“ მათი გონების ასამღვრევად.“- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

Post navigation

Previous: ახალ ელიტას არ ადარდებდა ბრიტანეთის მდგომარეობა ან მისი ხალხის კეთილდღეობა, არამედ, ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა დეცენტრალიზაცია, კლიმატის ცვლილება, სოციალური
Next: საქართველოს არჩევანი არ არის „გაუაზრებელი” ნეიტრალიტეტი, არამედ გააზრებული პრაგმატიზმი – საკუთარი ეკონომიკის აგება ისე, რომ გარე შოკები შიდა კრიზისებად არ გადაიქცეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.