Skip to content
18/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში ვენეციის კომისიის ე.წ. მოსაზრებები იყო ხოლმე გამოყენებული ერთგვარ მაშველ რგოლად რადიკალებისთვის. საქართველოსთვისაც რელევანტურია ტრამპის განცხადებები

მარშალ პრესი 09/01/2026
levan maxashvili

საქართველოსთვისაც რელევანტურია ეს [ტრამპის] განცხადებები. შეიძლება არ გვაქვს იმის გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა ეს მოცემულობა არის, კითხვები არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, – განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.

„ფაქტია, რომ ის მიზეზები, რაც დაასახელა ტრამპმა ამ [ ვენეციის კომისიის] დატოვებასთან დაკავშირებით, პირდაპირ არის რელევანტური საქართველოსთვისაც. ბევრი ორგანიზაცია და მათ შორის ვენეციის კომისია, რომელიც საქართველოში მოქმედებს, სცილდება საკუთარ დამფუძნებელ მისიას, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა. მაგალითად საქართველოში ვენეციის კომისიის ე.წ. მოსაზრებები იყო ხოლმე გამოყენებული ერთგვარ მაშველ რგოლად რადიკალებისთვის. საქართველოსთვისაც რელევანტურია ეს [ტრამპის] განცხადებები. შეიძლება არ გვაქვს იმის გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა ეს მოცემულობა არის, კითხვები არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მახაშვილმა.

შეერთებულმა შტატებმა, 66 ორგანიზაციას მხარდაჭერა შეუჩერა. მათ შორის ამერიკამ დატოვა ვენეციის კომისია. დონალდ ტრამპმა მას „უსარგებლო ორგანიზაცია“ უწოდა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე – ევროკავშირის არარჩეულ ბიუროკრატიაში არ არსებობს ქვეყნებისადმი პატივისცემა, შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მათი განცხადებების იმედი
Next: ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.