Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეუფე შიო: ყველა ადამიანთან, ყველა ადამიანის გულთან პოულობს ღმერთი გზას და მზად არის, ყველას გაუწოდოს შეწევნის, დახმარების ხელი, თუ ადამიანი ამას მოისურვებს

მარშალ პრესი 22/05/2022
მეუფე შიო

„ყველა ადამიანთან, ყველა ადამიანის გულთან პოულობს ღმერთი გზას და მზად არის, ყველას გაუწოდოს შეწევნის, დახმარების ხელი, თუ ადამიანი ამას მოისურვებს, ეძიებს ღმერთსა და ჭეშმარიტებას“, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.

მან სამარიტელის კვირაზე გაამახვილა ყურადღება და სახარება მოიხმო.

„ძალა ღვთისა შემძლებელია, დაძლიოს ბოროტება, რომელსაც შეუძლია ფერი უცვალოს ადამიანის ცხოვრებას და შეუძლია, დაამარცხოს სიკვდილიც. ჩვენ ამ ძალას ვუწოდებთ საღვთო მადლს, მადლის ძალას. აი, ამ მადლზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე სამარიტელ დედაკაცთან. თქვენ შეიძლება გახსოვთ, რომ შემდგომ ეს ქალი მოინათლება ფოტინეს სახელით და მოწამე გახდება, ქრისტეს მქადაგებელი იქნება და ქრისტესთვის ეწამება. ეკლესიის სწავლებიდან ვიცით, რომ ეს საღვთო მადლი არ არის შექმნილი ძალა, არამედ მარადიულად ღმერთთან მყოფი ძალაა, თვით ღმერთის მოქმედებაა. და უფლის სიყვარულით როცა ის მიენიჭება ადამიანს, აი, ამ ძალით, ამ მადლით ადამიანი უერთდება ღმერთს და, რა თქმა უნდა, ეს მიმყვანებელია სასუფეველთან ადამიანისა. შეიძლება ითქვას, რომ მთავარი არსი ქრისტიანული ცხოვრებისა – ეს არის სწორედ ამ მადლის მოხვეჭა და მოპოვება. ამაზე წერდნენ დიდი მამები: წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, წმინდა გრიგოლ პალამა, ანტონი დიდი და სხვები, რომ სწორედ ეს არის მიზანი ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისა, სულიერი პრაქტიკის და ა.შ. და რომ სწორედ ამიტომ განკაცდა მაცხოვარი, ამიტომ მოვიდა დედამიწაზე, რომ ეს მადლი მოგვცეს, ამიტომ დაითმინა ჯვარცმა და დაფვლა, რომ მოგვცეს, მოგვანიჭოს ჩვენ ეს საღვთო მადლი“, – აღნიშნა მეუფემ.

Post navigation

Previous: ნორიოში „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის” კულმინაციური სწავლება ჩატარდა
Next: მეუფე იაკობი: ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ საკუთარ ხალხზე იფიქროს, ერთმანეთს ფეხი კი არ უნდა დავუდოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.