Skip to content
18/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიას სტუმრობდა

მარშალ პრესი 21/05/2022
გორის გიმნაზია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიას სტუმრობდა.

მთავრობის მეთაურს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია ერთ-ერთი უძველესი სასულიერო სასწავლებელია საქართველოში. ამჟამად გიმნაზიაში 720 მოსწავლე სწავლობს.

სასწავლებლის შენობა მოიცავს 33 საკლასო ოთახს, კომპიუტერულ კლასს, ლაბორატორიას, სახელოსნოს.

მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ბიბლიოთეკით, რომელიც უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით და პერიოდული გამოცემებით; მოსწავლეთა განკარგულებაშია კომპიუტერული კლასი, კეთილმოწყობილი სააქტო დარბაზი. გიმნაზიაში სწავლის მსურველთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, აშენდა მეორე სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი.

გორის სასულიერო სასწავლებელი 1817 წელს დაარსდა. სასწავლებელში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.

Post navigation

Previous: პრემიერი გორში ახალი სასტუმროს მშენებლობის პროცესს გაეცნო
Next: პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე: კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას, მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.