Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

მარშალ პრესი 21/05/2022
წალკა

წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ებრაული კომპანია KASS LAND-ი ახორციელებს. ინვესტიცია კი 120 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი, კანიონში ჩასასვლელი ბილიკები პანორამული ხედებით, გადმოსახედი, პარკინგი, საქანელა, ბაიკ-ლაინი, კოტეჯები და სასტუმრო კომპლექსი.

ცნობისთვის, კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის.

 

Post navigation

Previous: გიორგი კეკელიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ეროვნული ბიბლიოთეკა
Next: სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.