Skip to content
18/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან ბერძენიშვილი მართალია, ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას გამართლება არ აქვს – ვახო სანაია

მარშალ პრესი 19/05/2022

ერეკლე მეორის გადაწყვეტილება, საქართველო დაექვემდებარებინა რუსეთისთვის, იყო კატასტროფული. არავის აქვს უფლება, ქვეყნის თავისუფლება გააუქმოს და სხვას აჩუქოს. ასე რომ, ლევან ბერძენიშვილის გამოსვლის არსი სწორია – წერს ტვ ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია Facebook-ზე. სანაია მიიჩნევს, რომ ერეკლეს გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს. არ არსებობს გარემოება, რომელიც თავისუფლებაზე უარის თქმას გაამართლებს.

„იმედის სიუჟეტს გამოვეხმაურები. ერეკლე მეორემ ბევრი იბრძოლა საქართველოსთვის. ამას არავინ უკარგავს. დიდი მეფე იყო – კი ბატონო, მაგრამ მისი გადაწყვეტილება, საქართველო დაექვემდებარებინა რუსეთისთვის, იყო კატასტროფული. არავისა აქვს უფლება, ქვეყნის თავისუფლება გააუქმოს და სხვას აჩუქოს. ასე რომ, ლევან ბერძენიშვილის გამოსვლის არსი სწორია. ერეკლეს გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს. არ არსებობს გარემოება, რომელიც თავისუფლებაზე უარის თქმას გაამართლებს. და ვინც ერეკლე მეორის იმ ნაბიჯს გაამართლებს, ის გეორგიევსკის ტრაქტატის მომხრეა. ესე იგი, მხარს უჭერს და ეგუება საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას. ერეკლეს შთამომავალი ნიკოლოზ ბარათაშვილიც ასე ფიქრობდა და ჩვენი ყველაზე დიდი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილიც. გასაგებია, ქართული ოცნება რატომაც ჩაეჭიდა ამ თემას. მისთვის გეორგიევსკის ტრაქტატი არაა პრობლემა“ – წერს სანაია.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი – ოპოზიციას ომის რიტორიკა ის ტრენდი ჰგონია, რომელიც მათ გაუხსნის გზას იმისთვის, რომ თავისი ბელადი სააკაშვილი მოიყვანონ ხელისუფლების სათავეში
Next: მარნეულის საკრებულოს წევრმა მეხტი ასკეროვმა „ნაცმოძრაობა“ დატოვა, მიზეზი – პარტიის წევრებთან უთანხმოებაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.