Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

დაბადების დღეს ვულოცავ ლეგენდარულ სპორტსმენს კობა წაქაძეს

მარშალ პრესი 19/05/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ სპორტსმენს კობა წაქაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით,  კობა წაქაძემ ტრამპლინიდან ხტომაში თავისი განსხვავებული შესაძლებლობების წყალობით სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობაში მრავალგზის გაიმარჯვა და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაც მოიპოვა.

„დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენს ლეგენდარულ სპორტსმენს კობა წაქაძეს. ქართული სპორტის სიამაყეს – კობა წაქაძეს სწორედ თავისი ინდივიდუალური სტილისა და გამორჩეული ტექნიკის გამო უწოდეს ,,მფრინავი ტორპედო”.

ტრამპლინიდან ხტომაში თავისი განსხვავებული შესაძლებლობების წყალობით მან სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობაში მრავალგზის გაიმარჯვა და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაც მოიპოვა. იგი ღირსების ორდენის მფლობელია, რაც მის დამსახურებას მეტად თვალსაჩინოს ხდის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ კობას დაბადების დღეს, ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: სახალხო დამცველი არ იცნობს ნიკა გვარამიას საქმის მასალებს სრულად და მას არ უცდია ჩვენთან, ბრალდების მხარესთან კომუნიკაცია
Next: მარტივ ლოგიკასაც კი არ შეესაბამება მსჯელობა, რომ გამოძიების დაწყება რამენაირად დაკავშირებულია გვარამიას, როგორც მედიამენეჯერის მიმართ შურისძიებასთან მიმართებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.