Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სახალხო დამცველი არ იცნობს ნიკა გვარამიას საქმის მასალებს სრულად და მას არ უცდია ჩვენთან, ბრალდების მხარესთან კომუნიკაცია

მარშალ პრესი 19/05/2022

სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აქვს მსგავსი პოზიცია მაშინ, როდესაც ის არ იცნობს სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად. მას ჩვენთან, ბრალდების მხარესთან არ უცდია კომუნიკაცია და მისმა წარმომადგენელმა ერთ-ერთმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ ფრაგმენტულად სისხლის სამართლის საქმის მასალები. იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმე შეფასდეს, აუცილებელია შემფასებელმა, სულ მცირე სრულად იცოდეს ის ინფორმაცია, რაც საქმეშია მოცემული, – ამის შესახებ ნიკა გავრამიას საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, სახალხო დამცველის შემთხვევაში მსგავსი რამ არ ყოფილა. არის გარემოება, რომელშიც სახალხო დამცველს, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უნდა დავეთანხმოთ და ფაქტობრივად ჩვენს ანალოგიური სამართლებრივი შეფასებით წარვდექით სასამართლოს წინაშე. ისინი ამბობენ, რომ თუ არსებობს პირადი დაინტერესება და ამავდროულად არსებობს კომპანიისათვის ზიანის მიყენება, ეს სამართლებრივად დანაშაულს წარმოადგენს. ჩვენს მოცემულ შემთხვევაში თვალსაჩინოდ და დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ მოხდა პირდაპირი ფინანსური ზიანის მიყენება კომპანიისათვის იმ განზრახვით, რომ ეს კომპანია გაკოტრებამდელ მდგომარეობამდე მიყვანილიყო“, – განაცხადა გულუაშვილმა.

Post navigation

Previous: ნაციონალები „ფირმის“ სინდრომით არიან დაავადებული – თეა წულუკიანი
Next: დაბადების დღეს ვულოცავ ლეგენდარულ სპორტსმენს კობა წაქაძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.