Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო

მარშალ პრესი 18/05/2022
ოლივერ ვარჰეი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ოლივერ ვარჰეის თქმით, შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ევროკავშირი განაგრძობს მხარდაჭერის გამოხატვას, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გავლენა შემსუბუქდეს. შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო“,– აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჯოზეფ ბორელს შეხვდა
Next: სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოსდა, ნიკა გვარამიას კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილის სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.