Skip to content
22/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

კრინტს არ ძრავენ გვარამიას მიერ რ-2 სთვის მიყენებულ 7 მილიონამდე ზიანის მიყენების ფაქტზე

მარშალ პრესი 17/05/2022
ზაალ ანჯაფარიძე

როგორც მოსალოდნელი იყო, და როგორც უკვე აღვნიშნე გუშინაც, ინტენსიურად მიდის ნიკა გვარამიას საქმის პოლიტიზება და პარალელურად ისე წარმოჩენა, როგორც თავის დროზე სააკაშვილის საქმის, რომელსაც ნუ იტყვით და მხოლოდ ბიუჯეტის ფულით ნაყიდი პიჯაკებისთვის ასამართლებდნენ და ეს იყო მისი დანაშაული მხოლოდ – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„როგორც მოსალოდნელი იყო, და როგორც უკვე აღვნიშნე გუშინაც, ინტენსიურად მიდის ნიკა გვარამიას საქმის პოლიტიზება და პარალელურად ისე წარმოჩენა, როგორც თავის დროზე სააკაშვილის საქმის, რომელსაც ნუ იტყვით და მხოლოდ ბიუჯეტის ფულით ნაყიდი პიჯაკებისთვის ასამართლებდნენ და ეს იყო მისი დანაშაული მხოლოდ. ახლაც, უნდათ საზოგადოებას მიყიდონ ნარატივი, რომ გვარამია თურმე მხოლოდ სამსახურებრივი მანქანის არამიზნობრივად გამოყენებისთვის დაიჭირეს.

არადა, კრინტს არ ძრავენ გვარამიას მიერ რ-2 სთვის მიყენებულ 7 მილიონამდე ზიანის მიყენების ფაქტზე. ისე, კარგად ძებნისას სხვა ბევრი კრიმინალიც ამოძვრება. რატომღაც გვარამიას მხარე არაფერს ამბობს განაჩენის გასაჩივრებაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში. თუ ვთქვათ და პირველი ინსტანციის სასამართლო შეცდა, ამის გამოსწორება შეიძლება სააპელაციოსა და უზენაესში. ამ ინსტაციების გავლის გარეშე საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მაინც ვერ მივა და ეს იცის ლამის ყველა მოქალაქემ. თუმცა, გასაგებია რატომ არ უნდათ სამართლებრივი გზით იარონ. ამზადებენ აქციებს! ისინი გარკვეული ხანი კიდევ შეეცდებიან გვარამიასგან წამებული “გმირის” გამოძერწვას, ააწრიალებენ მეგობარ-მოკავშირეებს დასავლეთში, გამოიყვანენ ვიღაცეებს ქუჩაში, და თუ ნახეს რომ არაფერი გამოსდით, დაბრუნდებიან საკუთარ წრეზე და გააგრძელებენ ჩვეულ სტილში ბზრიალს ტელეეთერებში.“ -წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: ნახატები და ვერტმფრენი ერთჯერადი შანტაჟის ინსტრუმენტი იყო, ძირითად მომსახურებას კი, როგორც ჩანს, ივანიშვილს შვეიცარიული ბანკი უწევს. შესაბამისად, შანტაჟის მთავარ ინსტრუმენტად, ბუნებრივია, ბანკი დარჩება
Next: ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.