Skip to content
22/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

სააკაშვილის აქტუალურობა მოხსნილია დასავლეთის დღის წესრიგიდან

მარშალ პრესი 17/05/2022

“სააკაშვილის აქტუალურობა მოხსნილია დასავლეთის დღის წესრიგიდან”, – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, არ ჰგონია, რასაც სააკაშვილის მომხრეები ლაპარაკობენ, ყველაფერი სიმართლე იყოს.

„არა მგონია, რასაც სააკაშვილის მომხრეები ლაპარაკობენ, ყველაფერი სიმართლე იყოს. ადამიანი სუბიექტური არსებაა და ანდაზა ამბობს,¬ რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. არ არის გამორიცხული, რაღაც ლაპარაკი იყოს, მაგრამ მეეჭვება,¬ რაიმე გაკეთდეს.

რატომ უნდა უნდოდეს მისი გადაყვანა ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს სააკაშვილის ციხიდან გასვლას? ეს თუ მოხდა, “ოცნების” მხარდამჭერებში ძალიან ბევრი უკმაყოფილო იქნება. ისედაც ბევრია მმართველ პარტიაზე განაწყენებული სწორედ იმის გამო, რომ “ოცნება” ბევრს უთმობს “ნაციონალებს”. რატომ უნდა დაკარგონ მხარდამჭერები? რომ იყოს დიდი ზეწოლა ქუჩიდან, ქვეყანაში რომ დესტაბილიზაციის საფრთხე იყოს, შეიძლება იფიქრო, რომ ამის თავიდან აცილების გამო გააკეთებენ, მაგრამ არც ეს საფრთხე არ არის. აქციაზე იმდენი¬ ადამიანი იკრიბება, რამდენიც პლაკატის დაჭერას სჭირდება“ – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

შეკითხვაზე, რამდენად აინტერესებს დასავლეთს სააკაშვილის გადაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყანაში, საყვარელიძე აცხადებს, რომ ამას ვერ ხედავს.

„მე ამას ვერ ვხედავ. ოფიციალური პირების რომელი განცხადება გახსენდებათ¬, სადაც სააკაშვილის გადაყვანაზე იქნებოდა საუბარი? ამაზე უკვე ისინიც აღარ ლაპარაკობენ, ვინც “ნაცმოძრაობის” აშკარა¬ მხარდამჭერები იყვნენ. ისინი ითხოვენ დაცული იყოს ადამიანური პირობები. ეს მიუთითებს, რომ სააკაშვილის საკითხის აქტუალურობა მოიხსნა დასავლეთის დღის წესრიგიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უდავოდ მნიშვნელოვანი იყო, როდესაც რევოლუცია მოახდინა და რევოლუციის მსურველი¬ ჯორჯ ბუში საქართველოში ჩამოვიდა კიდეც – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

Post navigation

Previous: ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადებას ითხოვს
Next: საქართველოსთვის დარტყმის მიყენება რუსეთის ინტერესებშია, ოპოზიციაც ძალიან ხშირად აკეთებს იმას, რაც რუსეთის ინტერესშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.