Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო ლომჯარია სირაქლემას ბაძავს

მარშალ პრესი 16/05/2022
ნინო ლომჯარია

ჩემი მანდატის ფარგლებში ეს ქმედება არ ექცევა და ვერ შევაფასებ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „იმედისთვის“ საქმიანობის ხელის შეშლაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მხრიდან არ არის ჩადენილი ხელშეშლა და თუ ეს აღწევს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ არ აღწევს დანაშაულის ნიშნებს და უბრალოდ არის ეთიკის საკითხი, ეს არის ეთიკის რეგულირების სფერო.

„სახალხო დამცველი იცავს იმ ადამიანებს, რომლის გამოხატვის თავისუფლებაც იზღუდება სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული და სახეზეა დანაშაულის ნიშნები, ვფიქრობ, შეგიძლიათ მიმართოთ ახალ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც ეს ფუნქციები გადაეცა პროკურატურისგან. თუ ის უარს იტყვის ამ საქმის გამოძიებაზე, ან თუ იქნება დარღვეული თქვენი უფლებები ამ სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან, შეგვიძლია შემდეგ ჩავერთოთ და მოვახდინოთ რეაგირება. თუ სახელმწიფოს მხრიდან არ არის ჩადენილი ხელშეშლა და თუ ეს აღწევს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ არ აღწევს დანაშაულის ნიშნებს და უბრალოდ არის ეთიკის საკითხი, ეს არის ეთიკის რეგულირების სფერო“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს.

Post navigation

Previous: დმიტრო კულება: არ ვიცი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუს მინიჭების წინააღმდეგი წავა
Next: რომან გოცირიძე ზურაბ ჯაფარიძეს: პარლამენტში შესვლას გვაყვედრის ადამიანი, რომელიც მაშინ შევიდა, როცა ნიკა მელია ჯერ კიდევ ციხეში იჯდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.