Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა

მარშალ პრესი 15/05/2022
ეროვნულ გვარდია

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა.

ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ.

აღჭურვილობის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი.

ცერემონიალს წინ ერთკვირიანი ტრენინგი უძღოდა, რომელიც დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) მენტორობით ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში რეზერვისტები საქართველოს ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა გადაამზადეს.

სწავლება უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ეროვნული გვარდია SNGP-ის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული.

„დანიას ჰქონდა პატივი, დღევანდელ დღეს ეროვნული გვარდიისთვის აღჭურვილობა გადაეცა. ახალი აღჭურვილობა ეროვნულ გვარდიას შესაძლებლობას მისცემს დაეხმაროს და მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოში მოქმედ საგანგებო სიტუაციების სამსახურებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს სტიქიური მოვლენების მართვის დროს. ახალი აღჭურვილობის გამოყენება მომავალში ბევრად უფრო გააუმჯობესებს ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავების შესაძლებლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული დონაცია, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ეროვნული გვარდიის ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა“, – განაცხადა კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენიმ.

„დღეს მნიშვნელოვანი ფაქტის მომსწრენი გავხდით – საქართველოს ეროვნულ გვარდიას გადაეცა ძალიან მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, რომელიც ეროვნულ გვარდიას ბუნებრივი კატაკლიზმების დროს კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება. ამიტომ მე, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, ამაყი და მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მომიწვიეს, რათა დავსწრებოდი აღჭურვილობის გადმოცემის ცერემონიალს“, – აღნიშნა ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესიმ.

Post navigation

Previous: საზოგადოებრივი მაუწყებელი განმარტავს, რომ საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ევროვიზიაზე უკრაინას ყველაზე მაღალი შეფასება მისცა და გაუგებრობის საკითხზე, კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევენ
Next: ვლადიმერ პუტინი ნატოს წევრობაზე ფინეთის დაგეგმილ განაცხადს შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ ამან „შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.