Skip to content
18/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვერც სიმულაცია და ვერც თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და მითუმეტეს გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი

მარშალ პრესი 14/05/2022

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება და ვერც ამდაგვარი რამ ვერ გახდება მისი ვერც საზღვარგარეთ გადაყვანის და მითუმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქ, ძალიან მარტივადაა საქმე, მომსახურების თვალსაზრისით საპატიმროებში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია . ეს აღარ არის ის საპატიმროები, რაც წინა ხელისუფლების პირობებში იყო, როდესაც ციხეებში წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა. დღეს, ეს სტატისტიკა 12-ჯერ არის შემცირებული, იმიტომ, რომ სრულიად სხვა მომსახურება და პირობებია. შესაბამისად, ყველა პირობა უზრუნველყოფილია და თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ა.შ. ბუნებრივია, ასეთ პირობებში წარმატებული ვერ იქნება“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ვიღაცები სააკაშვილთან შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რაც სინამდვილეშია
Next: თეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წელს ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია, ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.