Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: არესტოვიჩი მგონი, უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!

მარშალ პრესი 14/05/2022
მანჯგალაძე

არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მგონი, უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!, – ,ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

იგი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის ცხინვალში შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„არესტოვიჩი – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მგონი უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!

უკრაინელები გამოთქვამენ თავიანთ სურვილებს. არიან ომის მდგომარეობაში. ომის სტრესი და ფსიქოლოგია გადალახული აქვთ და ამიტომ თავისუფლად საუბრობენ ომზე. ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს და არა ის, რომ საქართველოს დანგრევა და ცეცხლში გახვევა უნდა ვინმეს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ.

Post navigation

Previous: თბილისის საკრებულოში „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის წარდგენა შედგა
Next: ჰერმან საბო არესტოვიჩის განცხადებაზე: მისთვის მკაფიოდ არის ასახსნელი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ოკუპირებული ტერიტორიები ომით დავიბრუნოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.