Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მთავრობის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

მარშალ პრესი 10/05/2022
რევაზ ჯაველიძე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა.

რევაზ ჯაველიძე დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. მას აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება.

სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე – მუშაობდა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში არაერთ თანამდებობაზე.

რევაზ ჯაველიძე ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია. მან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე ილია დარჩიაშვილი შეცვალა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

Post navigation

Previous: ვფიქრობთ, ხომ არ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები საქართველოს ჩართვას ომში და ამ ძალების კოორდინაცია ხომ არ ხდება არა საქართველოს და უკრაინას შორის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც
Next: გიორგი ცაგარეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ბელადიანად, ხართ „ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.