Skip to content
18/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ სპეკულირებისგან

მარშალ პრესი 08/05/2022
პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ექიმებს 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამის საზოგადოებრივი დასაქმებისა და ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
Next: ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების გამო, ისნის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.