Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძეს ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენას ედავებიან

მარშალ პრესი 07/05/2022
gnaci

ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძეს, რომელიც გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანას შენახვა-შეძენას ედავებიან. ამის შესახებ მოსამართლემ პროცესზე განაცხადა.

დუმბაძის განცხადებით, მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა, გამოძიება დაწყებულია და გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. დეპუტატი აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარების საშუალებას საკონსტიტუციო სასამართლო აძლევს.

ნოდარ დუმბაძე გუშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. პოლიციამ დაკავების დროს მარიხუანა აღმოაჩინა. მოსამართლემ დუმბაძე დარბაზიდან გაათავისუფლა, შემდეგი პროცესი 25 მაის გაიმართება

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: პაციენტი, რომელიც არ ითვალისწინებს ექიმების რჩევა-დარიგებებს, არ ასრულებს დანიშნულებას და შერჩევითად იღებს მედიკამენტებსა და საკვებს, შესაძლოა პროცესი გართულდეს
Next: კარლ ჰარცელი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: არ ვარ ექიმი, არ ვარ ფაქტების მცოდნე, მაგრამ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები მიიღება დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.