Skip to content
18/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ჩვენი მოკავშირეებისთვის ნათქვამი მაქვს, სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტი რომ იყოს, არ გავჩუმდები, ჩემს შეკითხვაზე, აქამდე იყო, რაც თქვენ შეშფოთებას, იწვევს? პასუხი იყო – ჯერჯერობით არა

მარშალ პრესი 06/05/2022
გრიგოლ ვაშაძე

უკრაინის დაზვერვას არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენი მოკავშირეებისთვის ნათქვამი მაქვს და დაპირებაც მაქვს მიღებული, სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტი რომ იყოს, რომ გავიგებ, არ გავჩუმდები – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ტვ „პირველი”-ს  თოქ-შოუ „რეაქცია“-ში განაცხადა.

„არ მაქვს პატივი ვიცნობდე უკრაინის დაზვერვას და არც მის კომპეტენციაში მეპარება ეჭვი, მაგრამ როდესაც ვკითხულობ ფორმულირებას საქართველოსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაძლო არხის გახსნაზე სანქციების გვერდის ავლის მიზნით, დიპლომატიაში ვარ დიდი ხანი და ვიცი, განცხადება როგორ და რისთვის არის შედგენილი.

უკრაინის დაზვერვას არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენი მოკავშირეებისთვის მე ნათქვამი მაქვს და დაპირებაც მაქვს მიღებული, სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტი რომ იყოს, რომ გავიგებ იმ წუთას და პირველი ვიტყვი შენთან ეთერში ამას და არ გავჩუმდები. ჩემს პირდაპირ შეკითხვაზე და ნებართვა მაქვს ამაზე აღებული რომ ვთქვა, აქამდე იყო, რაც თქვენს შეშფოთებას, აღშფოთებას, შეწუხებას, ეჭვს იწვევს? პასუხი იყო ასეთი – ჯერჯერობით არა“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Post navigation

Previous: თამარ ჩერგოლეიშვილი ტვ “ფორმულა”-ზე არსებულ ცენზურაზე საუბრობს
Next: სააკაშვილი ტირილისა და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას, მას უწევს ქართული მართლმსაჯულების ქვეშ ყოფნა და ამას უნდა შეეგუოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.