Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

პროცესი კარგად მიდის, ველოდები, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებას მომდევნო თვეში წარადგენს

მარშალ პრესი 04/05/2022
კარლ ჰარცელი

დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მომდევნო თვეში წარადგენს.

​„მქონდა პატივი, პრემიერ-მინისტრის ხელიდან მიმეღო პირველი პასუხები პირველ კითხვარზე. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მალე მივიღებთ მეორე კითხვარის პასუხებს. პროცესი კარგად მიდის, უკვე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქმე სიჩქარეს არ ეხება. საქმე ეხება პასუხების ხარისხს და ობიექტურ შეფასებას, რომელსაც გააკეთებს ევროკომისია ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს ეხება საქართველოს ერთგულებას ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და მთავარ ეკონომიკურ კრიტერიუმს. რაც შეეხება ვადებს, მე ველოდები, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, როგორც კარლ ჰარცელმა განაცხადა, ის მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე და აღნიშნა, რომ პასუხების გამოქვეყნებაც ხელისუფლების გადასაწყვეტია.

„ამ შემთხვევაში, თამაშის წესები ის არის, რომ ევროკავშირი უტოვებს უფლებას მთავრობას, გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა კითხვარი და კითხვარის პასუხები. მე ძალიან მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე. ახლა მათი გადასაწყვეტია პასუხების გამოქვეყნება. რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი ან ევროკავშირის მოსაზრება, როდესაც გაიცემა, გახდება საჯარო“, – განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გუშინ გადასცა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა
Next: ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა, არ ვიცი, რა სიტყვები გამოვძებნო – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.