Skip to content
14/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ჟიგიმანტას პავილიონისი პარლამენტის წევრობისთვის შეუსაბამოა, ერთ-ერთი ინდიკატორია იმის დასახასიათებლად, რას წარმოადგენს საქართველოში „ნაცმოძრაობა“

მარშალ პრესი 02/05/2022
გიორგი ვოლსკი

მელია გარკვეულწილად განსხვავდება იმ ზონდერ ჯგუფისგან, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლასა და საქმიანობაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოსლკიმ აგანაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ვილნიუსში ნიკა მელიასა და ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის შეხვედრაზე.

მისივე თქმით, საქართველოს არ სჭირდება დესტაბილიზაცია, არეულობა და პოლიტიკური დაპირისპირებები უნდა იყოს პარლამენტში.

„ნიკა მელია გარკვეულწილად განსხვავდება იმ ზონდერ ჯგუფისგან, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლასა და საქმიანობაზე უარს ამბობს. არანაკლები ზონდერ საქმიანობა ახასიათებს მასაც, მაგრამ ცდილობს, პოლიტიკაში თავისი თავი და თანამოაზრეები შეინარჩუნოს. გარკვეული დაპირისპირება არსებობს, მაგრამ მავნებლობის თვალსაზრისით, შეჯიბრში ჯერ სააკაშვილის გარშემო შეკრებული ჯგუფი სჯობს. საქართველოს არ სჭირდება დესტაბილიზაცია, არეულობა და პოლიტიკური დაპირისპირებები უნდა იყოს პარლამენტში.

ამასთან, გია ვოლსკი გამოეხმაურა ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც პავილიონისი აღნიშნავს: „დღესდღეობით ევროპის და მსოფლიოს მომავალი ფორმირდება იმ ქვეყნების მიერ, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. დღეს საქართველო გაცილებით ახლოსაა რუსეთთან, ვიდრე უკრაინასთან“.

„რაც შეეხება ჟიგიმანტას პავილიონისს, ის არის ადამიანი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს. როცა ფეიკმოსაუბრეებმა, პოლიტიკოსებმა თითქოსდა დაურეკეს, მათ რჩევას აძლევდა, რომ გარკვეული ჯგუფი კონგრესმენების, რომლებიც მასთან არიან დაკავშირებული, გამოიყენონ თავისი ინტერესებისთვის და კონგრესმენთა ჯგუფს „ლათინუტ მაფიას“ ეძახდა. ტელეფონით ამას იმ ადამიანებს ელაპარალებოდა, რომლებმაც თავი პოლიტიკოსებად წარუდგინეს. ეს ადამიანი აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ პოზიციის, რაც აქვს – პარლამენტის წევრობა. ეს ადამიანი ერთ-ერთი ინდიკატორია იმის დასახასიათებლად, რას წარმოადგენს საქართველოში „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: მათ არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ყოველთვის. იქიდან მოყოლებული, როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში – ირაკლი კობახიძე ნაც.მოძრაობაზე
Next: თუკი ვინმე ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – ეს არის ომში საქართველოს ჩართვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.