Skip to content
07/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ კორონავირუსის არც მკურნალობისა და არც ვაქცინაციის კუთხით პრობლემა არ იქნება

მარშალ პრესი 01/05/2022
ზურაბ აზარაშვილი

გვაქვს შესაბამისი ვაქცინების ფართო ასორტიმენტი, როგორც ჩინური წარმოების, ასევე „ფაიზერი“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„გვაქვს შესაბამისი ვაქცინების ფართო ასორტიმენტი, როგორც ჩინური წარმოების, ასევე „ფაიზერის“. ასევე, სამკურნალო ნაწილში, იცით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც კოვიდის საწინააღმდეგო „პაქსლოვიდი“ შემოვიტანეთ. ქვეყანაში ამის მარაგიც გვაქვს და აქედან გამომდინარე, საკმაოდ მყარად და თავდაჯერებულები ვართ, რომ პრობლემა არ იქნება არც მკურნალობისა და არც ვაქცინაციის კუთხით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობის დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოში პანდემია გამოცხადდება და შესაბამისად, საქართველოშიც, ყველა სამედიცინო დაწესებულება, მიუხედავად იმისა, კერძოა თუ სახელმწიფო, ვალდებულია, პაციენტს მოემსახუროს.

Post navigation

Previous: დავით მაღრაძე: ჩემი აზრით, პროექტის ეპოქამ თავისი გმირი იპოვა, თავის ვარსკვლავს მიაგნო – ეს არის არისტოვიჩი
Next: დათო მაღრაძე: საკუთარი ახალგაზრდობის გადარჩენის მცდელობა არის სწორ მხარეზე დგომა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.