Skip to content
14/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა

მარშალ პრესი 30/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს სადგურის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები კოპიტნარის განახლებულ სადგურში გაჩერდებიან. ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი და მათ რკინიგზის განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სადგურის შენობა, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი. მგზავრებს რკინიგზასა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის ე.წ. შატლები გადაიყვანენ. შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

მოეწყო მოსაცდელი სივრცეები, პარკინგი, საფეხმავლო ხიდი კი გაფართოვდა და რეაბილიტირდა. ხიდზე დამონტაჟებულია სამი ლიფტი, რომელიც ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 1.637 მლნ ლარია.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის მერიის შესახებ აუდიტის დასკვნაზე: არცერთი ასეთი ბრალდება, პრობლემა და კითხვა არ დარჩება რეაგირების გარეშე – ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება თითოეულ მსგავს ფაქტზე
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: დაახლოებით, 260 მილიონი იხარჯება რკინიგზის სრულად განახლებისთვის, რკინიგზის მონაკვეთები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სამუშაოებს ერთი წლის განმავლობაში დავასრულებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.