Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ომის გაგრძელების დაბრალება ქვეყნის მთავარი პარტნიორისთვის არის სამარცხვინო ცილისწამება, რომელსაც თუ ხელს აწერს მთელი პარტია, ის არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ სპექტრში იყოს

მარშალ პრესი 18/04/2022
იაგო ხვიჩია

ომის გაგრძელების დაბრალება ქვეყნის მთავარი პარტნიორისთვის არის სამარცხვინო ცილისწამება, რომელსაც თუ ხელს აწერს მთელი პარტია, ის არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ სპექტრში იყოს,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„სრულიად გაუგებარია ჩემთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ასეთი შეფასება და მათზე დაბრალება, თითქოს ისინი პასუხს აგებენ უკრაინაში ომის გაგრძელებაზე. ჩემი აზრით, ეს არის ცილისწამება და თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ფიქრობს, ეთანხმებიან და ეს არის პარტიის პოზიცია, დრო მოსულა, რომ 1ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ დაიშალოს და ხელი არ შეუშალოს ქვეყნის განვითარებას. ასეთი განცხადებები მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ არის სამარცხვინო ცილისწამება, რომელსაც თუ ხელს აწერს მთელი პარტია, ის არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ სპექტრში იყოს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც შეერთებული შტატები არ ჩქარობს, რომ [უკრაინაში მიმდინარე] ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში“.

Post navigation

Previous: არჩილ თალაკვაძე: უკრაინაში ვიზიტი ნამდვილად პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნების შემდგომ ურთიერთობაზე
Next: დავით უსუფაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხშირად არაფერი მესმის, ვაღიარებ, ვერ ვიგებ. ახლაც ასეთი ვერსია იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.