Skip to content
16/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: უკრაინაში ვიზიტი ნამდვილად პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნების შემდგომ ურთიერთობაზე

მარშალ პრესი 18/04/2022
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სრულად შეასრულა ჩვენი საზოგადოების დავალება. ჩვენ გადავეცით ძლიერი მხარდაჭერა ჩვენ უკრაინელ კოლეგებს, ასევე გამოვხატეთ სამძიმარი და ეს ვიზიტი ნამდვილად პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნების შემდგომ ურთიერთობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„უკრაინაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გახლდათ იმ საერთო მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც ომის დაწყების პირველი დღიდან საქართველო, ხელისუფლება და ქართველი ხალხი გამოხატავს უკრაინასთან მიმართებით. ვფიქრობ, სწორი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, როდესაც მან ოპოზიციას შესთავაზა მონაწილეობა და ამით გამოჩნდა არა მარტო საქართველოს დელეგაცია, როგორც ერთი მთლიანი საზღვარგარეთ, არამედ გამოჩნდა ის პოლიტიკური ჯგუფიც, რომელიც სინამდვილეში არადემოკრატიული თამაშის წესებით თამაშობს, გახლავთ ანტისისტემური და ებრძვის საკუთარ სახელმწიფოსა და საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ვახტანგ მეგრელიშვილი: დავით საყვარელიძის განცხადება არის პროვოკაციული რუსული პროპაგანდა
Next: იაგო ხვიჩია: ომის გაგრძელების დაბრალება ქვეყნის მთავარი პარტნიორისთვის არის სამარცხვინო ცილისწამება, რომელსაც თუ ხელს აწერს მთელი პარტია, ის არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ სპექტრში იყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.