Skip to content
16/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა

მარშალ პრესი 17/04/2022
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც 9 დეპუტატისგან შედგებოდა, უკრაინიდან დაბრუნდა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა.

დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკსა და დეპუტატებს შეხვდნენ. გარდა ამისა, მათ ქალაქები – ბუჩა და ირპენი მოინახულეს.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ვიზიტი შედგა და მჯერა, ეს გაამყარებს ჩვენს ხალხთა შორის ტრადიციულ მეგობრობას, რომელსაც ვერავითარი პოლიტიკა ვერ დააზიანებს
Next: მეუფე შიო ბზობაზე: ადამიანები, თავიანთი ცოდვებით, თავიანთი ვნებებით, მიუხედავად იმისა, რომ ოსანა უგალობიათ, კვლავ ითხოვენ ქრისტეს ჯვარცმასა და დასჯას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.