Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მე ვუწევ კოორდინაციას, რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის გადაცემა

მარშალ პრესი 16/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ყველა უწყებაა მობილიზებული, მაქსიმალურად, დროულად იყოს შევსებული ეს კითხვარი და დროულად მივაწოდოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კახეთში, ჟურნალისტებს ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებით განუცხადა.

ღარიბაშვილმა გუშინ ამ მიზნით გამართულ კომისიის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ხელმძღვანელობს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„ჩვენ გუშინ უკვე განვიხილეთ აღნიშნული კითხვარის შესახებ ყველა საკითხი. ეს კითხვარი ჩვენ ორშაბათს მივიღეთ. 11 აპრილს გადაეცა საგარეო საქმეთა მინისტრს. ყველა უწყებაა მობილიზებული, მაქსიმალურად, დროულად იყოს შევსებული ეს კითხვარი და დროულად მივაწოდოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს.

მოლოდინი არის პოზიტიური. აქ არავითარი პრობლემური საკითხი არ არსებობს. არის კითხვები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოწყობას, განვითარებას, ზოგადად, იმ რეფორმებსა და პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ასევე, რაც დასახული გვაქვს. მთელი მთავრობა, ასევე პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში. პირადად მე ვუწევ კოორდინაციას, რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს ამ კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის გადაცემა. ეს მაისის თვეში მოხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ გუშინ გაასაჯაროვა ევროკომისიის კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო, მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება და შედეგად გვექნება ქვეყნის ზუსტი, კადასტრული რუკა
Next: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდის ტესტები დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.