Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად: ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას

მარშალ პრესი 16/04/2022
შალვა პაპუაშვილი

ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად: ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, – ამის შესახებ Twitter-ზე წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად კიევში იმყოფება.

„ჩამოვედი კიევში ქართველ დეპუტატებთან ერთად, საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად: ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები უკრაინელების გვერდით ვდგავართ“, – წერს პაპუაშვილი.

 

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში იმყოფება. დელეგაციაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნებიან „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: უკრაინაში დაღვრილ სისხლსა და ცრემლზე პარაზიტობა „ნაცმოძრაობის“ მთავარი საქმიანობაა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო, მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება და შედეგად გვექნება ქვეყნის ზუსტი, კადასტრული რუკა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.