Skip to content
22/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ომის პარტიიდან“ ვინ სად წავა და რას გააკეთებს, ჩემთვის არაა საინტერესო

მარშალ პრესი 16/04/2022
ღარიბაშვილი ირაკლი

„ომის პარტიას“ მინდა ვუთხრა, რომ მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება. ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, 90-იანი წლების ომებმა, სამოქალაქო ომმა, აღარ განმეორდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მე ხალხს ველაპარაკები განვითარებაზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, არსებულ პრობლემებზე. არ მაინტერესებს, „ნაცმოძრაობის“ რომელი პროვოკატორი სად წავიდა, რას აკეთებს ან რას აცხადებს. ხალხს უნდა ვესაუბრო იმაზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს. „ომის პარტიას“ მინდა ვუთხრა, რომ მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება. ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, 90-იანი წლების ომებმა, სამოქალაქო ომმა, აღარ განმეორდება. ჩვენი მთავრობა არის პასუხისმგებლიანი მთავრობა. პირველ რიგში მე პასუხს ვაგებ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, თითოეულ მოქალაქეზე. ამიტომ ჩემთვის არაა საინტერესო, „ომის პარტიიდან“ ვინ სად წავა. საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ჩასულია უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვართ უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ოდენობით და ამ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის ქართველ ხალხს მადლობას ვუხდი“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით, ყველა მოქალაქეს დავიცავთ
Next: სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა ლოკოკინის ფერმამ იტალიაში 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში განახორციელა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.