Skip to content
16/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით, ყველა მოქალაქეს დავიცავთ

მარშალ პრესი 16/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი

არაკეთილმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მე ერთი რამ მინდა გითხრათ: არაკეთილმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა. არავის მივცემთ უფლებას, პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით. დავიცავთ ყველა მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. სუსს აქვს კონკრეტული ინფორმაცია. როდესაც საჭირო ამ ინფორმაციის გამჟღავნება, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებს საზოგადოება ამ ყველაფერს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება 325-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმას გულისხმობს. მანამდე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვისთვის არის მობილიზებული და ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში გამგზავრებაზე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციასა და საკუთრებას დაარეგისტრირებს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: „ომის პარტიიდან“ ვინ სად წავა და რას გააკეთებს, ჩემთვის არაა საინტერესო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.