Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ამერიკის ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების ქართულენოვანი მიმართვა დედაენის დღესთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 14/04/2022
5050

ამერიკის ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების ქართულენოვანი მიმართვა დედაენის დღესთან დაკავშირებით:

“1978 წლის 14 აპრილს, ქართველი ხალხი საკუთარი ენის, კულტურისა და ღირებულებების დასაცავად საბჭოთა ოკუპანტებს წინ აღუდგა. როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ქართული ენის ოფიციალური სტატუსის გაუქმებით დაიმუქრა, ათობით ათასი ქართველი საპროტესტო სვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქალაქის ცენტრში, პარკისკენ გაემართა. ეს პარკი დღეს „დედა ენის” სახელს ატარებს, როგორც სიმბოლო სიმამაცისა, ქართული ენის უძლეველობისა და ქართველი ხალხის ურყევი დამოუკიდებლობისა.

1978 წლის დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო. ამას მალევე მოჰყვა აქციები სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. 1991 წელს ამ უწყვეტმა იმპულსმა საბჭოთა მმართველობის ქვეშ მყოფ ბევრ ქვეყანას თავისუფლება მოუტანა.

30 წლის წინ, ამერიკელი ხალხი დადგა ყველას გვერდით, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა დამოუკიდებლობის, უნიკალური კულტურისა და ენის დასაცავად. დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა შეწინააღმდეგებოდნენ აგრესიას და თავგანწირვით ებრძოლათ საკუთარი კულტურისა და ღირებულებების დასაცავად.

ჩვენ კვლავ ვხედავთ მოსკოვის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ, როდესაც გლობალური საზოგადოება რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგას,​ ჩვენ ვიხსენებთ ქართველი ხალხის გმირულ საქციელს საკუთარი ენის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ​ი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და თქვენი მომავლისა და პარტნიორების თავისუფლად არჩევის მხარდასაჭერად.”- აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.

Post navigation

Previous: მოემზადეთ, მიხეილ სააკაშვილი უახლოეს პერიოდში გარეთ იქნება – გუბაზ სანიკიძე
Next: ყველა პოლიტიკური ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან ერთად მიდის უკრაინაში, “ომის პარტია” ბორტს მიღმა დარჩა – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.