Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

დაღუპულია ორი 2 ქართველი მებრძოლი და დაჭრილია 4, მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება

მარშალ პრესი 10/04/2022
გიორგი ზაქარაშვილი

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, დაჭრილია კიდევ 4 ქართველი. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

„ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ქართველი და დაჭრილია 4 ქართველი ხარკოვთან. ერთი არის საკმაოდ მძიმედ დაჭრილი. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. იყო ბრძოლა ოკუპანტთან, რუსეთის ჯართან. მეტი დეტალი ჩვენთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ქართველების გადმოსვენებას კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს.

უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული სამი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.

Post navigation

Previous: დავით მათიკაშვილი: ძირითადი წყარო პროვოკაციების, სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“
Next: დავით მათიკაშვილი: მხოლოდ 39-მა სახელმწიფომ მიმართა ჰააგას და მათ შორის საქართველოა დოკუმენტის თანაავტორი, რომელიც მოითხოვს უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.